Skip to content
12/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თბილისში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც სხვისი კუთვნილი 28 ათასამდე ლარი მიითვისა

მარშალ პრესი 12/09/2026
55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  ბრალდებით  უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ლითონის კომპოზიტური პანელების საზღვარგარეთიდან ჩამოტანას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა  აღნიშნულ თანხას.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე  თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ჩემი სოლიდარობა გიორგი ბარამიძეს და ნაციონალურ მოძრაობას – ნიკა გვარამია
Next: კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.