Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით „გაუმასპინძლდნენ“, 500-მდე სამხედრო კი ალკოჰოლითაა მოწამლული

მარშალ პრესი 02/04/2022
რუსები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით და ღვეზელით „გაუმასპინძლდნენ“. გარდა ამისა, უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეულობით ოკუპანტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკრაინელები ოკუპანტებს ყველა შესაძლო საშუალებებით ეწინააღმდეგებიან. არსებული ინფორმაციით, იზიუმის რაიონის (ხარკოვის ოლქი) ადგილობრივი მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელებით „გაუმასპინძლდნენ“. შედეგად, ორი მათგანი მაშინვე გარდაიცვალა, კიდევ 28 იმყოფება რეანიმაციაში. მათი ამჟამინდელი სტატუსი ზუსტდება.

„რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის კიდევ 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაურკვეველი წარმოშობის მძიმე ალკოჰოლური სასმლით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოებში იმყოფება. რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ. „არასაბრძოლო დანაკარგებად“ აღწერს“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.

Post navigation

Previous: ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა
Next: დამარცხებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი გოჭივით აჭყვიტინდა – ყველამ კარგად იცის, რომ ბათუმი არის ოპოზიციური ქალაქი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.