Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა

მარშალ პრესი 02/04/2022
ლიტვა

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინის ომის საპასუხოდ, ლიეტუვა მთლიანად უარს ამბობს რუსულ გაზზე: ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გარეშე მუშაობს“, – ნათქვამია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

„ეს არის გრძელვადიანი, თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

ამავე საკითხს ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი.

„ამ თვიდან ლიეტუვაში რუსული გაზი აღარ იქნება. წლების წინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ აგრესორთან არსებული ენერგეტიკული კავშირები უმტკივნეულოდ გავწყვიტოთ. თუ ამის გაკეთება ჩვენ შევძელით, დანარჩენ ევროპასაც შეუძლია!“ – წერს „ტვიტერში“ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

ცნობისთვის, ლიეტუვა გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

Post navigation

Previous: უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევის ოლქი რუსული ჯარებისგან სრულად გათავისუფლებულია
Next: იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით „გაუმასპინძლდნენ“, 500-მდე სამხედრო კი ალკოჰოლითაა მოწამლული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.