Skip to content
12/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის მრჩეველი, ბოკერიას მოადგილე იყავით. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ამორალურია თქვენი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

მარშალ პრესი 11/09/2026
levan machavariani3

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“

მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

„ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი.
მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:
„ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;
„ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი;
„ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე.

ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.“- წერს მაჭავარიანი

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მე-6 კვარტლის №23 კორპუსის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს
Next: ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.