Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე რიგგარეშე სესიის ჩატარების მოთხოვნაზე: არ შეიძლება მოსავლის ასაკრეფად წავიდეთ, როდესაც ჯერ დათესილიც არ გვაქვს

მარშალ პრესი 09/07/2022
მიხეილ სარჯველაძე

თუ გავითვალისწინებთ ნებისმიერ საკითხს, რომელიც 12 პუნქტს უკავშირდება, ჯერ ეს საჭიროებს წინასწარ მომზადებას და შემდეგ სხდომაზე გატანას. დიდაქტიკური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ ხელისუფლება გაიღვიძე და დაიწყე მუშაობა ზაფხულში, ეს არ არის სწორი და ნამუსიანი ნათქვამი, რადგან საყვედურების გამოთქმა, რომ ვითომ ვინმე არ მუშაობს იმიტომ რომ სხდომა არ იმართება, ეს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა საკითხი უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე? ამის ყველაფრის მოტივაცია არის რომ, პოლიტიკური პერფორმანსები გამართოს ვიღაცამ და შექმნას მეტი არგუმენტი იმისთვის, რომ სიმულაცია მოუგონოს იმას, რატომ არ ერთვებიან რომელიმე დისკუსიაში. ჩვენ გვჭირდება სამუშაო ფორმატები, სადაც შეგვეძლება რომ ვისაუბროთ და ეს არ არის პლენარული სხდომა. მარტივად რომ ვთქვათ: არ შეიძლება მოსავლის ასაკრეფად წავიდეთ, როდესაც ჯერ დათესილიც არ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Continue Reading

Previous: თენგიზ ცერცვაძე: ანგაჟირებული ტელევიზიები მისდევენ ჰიტლერის და გებელსის პრინციპს – „თქვი დიდი ტყუილი, გაიმეორე ხშირად და ხალხი დაიჯერებს“
Next: ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025