Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ხელისუფლების წინადადება საარჩევნო ბარიერზე ოპოზიციისთვის, როგორც მინიმუმ, საუბრის დაწყების შესაძლებლობას იძლევა

მარშალ პრესი 09/07/2022
იაგო ხვიჩია
წინა სტატია

ეს წინადადება, როგორც ასეთი, მიუხედავად იმისა, როგორი უხეში ფორმითაც არ უნდა იყოს ​ნათქვამი, ოპოზიციისთვის როგორც მინიმუმ საუბრის დაწყების შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას საარჩევნო ბარიერის დაწევის პირობებთან დაკავშირებით.

„ეს წინადადება, როგორც ასეთი, მიუხედავად იმისა, როგორი უხეში ფორმითაც არ უნდა იყოს ​ნათქვამი, ოპოზიციისთვის როგორც მინიმუმ საუბრის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვუთხრათ საკუთარი პრიობები. მათ ხომ თქვეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგო – ჩვენ ვუთხრათ, რომ ამით დავიწყოთ, და არა 2%, არამედ ბუნებრივი ბარიერი. მერე სად წაგვიყვანს ეს პროცესი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად დავინახავთ“, – აცხადებს ხვიჩია.

2%-იანი საარჩევნო ბარიერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი ისევ ულტიმატუმით პასუხობს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერს უპირობოდ, კონკრეტული დათქმის გარეშე დაწევს. ევროკომისიის რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, საკუთარი ინიციატივით, მეცამეტე პუნქტის დამატებას ცდილობს.

Continue Reading

Previous: მეუფე იაკობი: საქართველოს ევროპული პერსპექტივა რომ მისცეს, ტაში დავუკრათ?! ჩვენც უნდა ვისწავლოთ ევროპასთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს
Next: კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე – მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025