Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა

მარშალ პრესი 07/09/2026
505

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერის როლი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა  ტვირთბრუნვის მზარდ მაჩვენებლებზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის ახორციელებს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა  აეროპორტებისა და რკინიზგის მოდერნიზაციის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა
Next: ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.