Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა

მარშალ პრესი 07/09/2026
010

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და Columbia Group-ის პარტნიორობის განვითარების დინამიკას. აღინიშნა კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის მზარდაჭერასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებაში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.

ყურადღება გამახვილდა ტვირთნაკადის მზარდ დინამიკაზე და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.

საუბარი ასევე შეეხო მეზღვაურთა კვალიფიკაციის და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე დაესწრნენ.

Post navigation

Previous: დედაქალაქში ტრამვაის ხაზის პროექტირება – მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.