Skip to content
04/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

მარშალ პრესი 04/09/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.

ანჯაფარიძის თქმით, თუ გასულ წლებში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ზოგჯერ რეაგირება არ ხდებოდა, ახლა დეზინფორმატორებს ეს კომფორტი აღარ აქვთ.

“ამ მოვლენების ორომტრიალში ბევრმა შეიძლება ვერც შეამჩნია, როგორ შეიცვალა ბოლო წლებში, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა. თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ეხლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ, და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი, რასაც მე პირადად მივესალმები.

როგორც კი ღარიბაშვილი და ერთი პიროვნების გარდაცვალებაზე დეზინფორმაციული კამპანიის სხვა მონაწილეები დაიბარეს სადაც საჭიროა და “შეაჯანჯღარეს,” ხომ ნახეთ რა სახეებით გამოვიდნენ და როგორ უცბად უკან წაიღეს ნათქვამი

ერთხელ ჩერჩილმა თქვა, ბოლშევიზმი აკვანშივე უნდა ჩაკლაო. დეზინფორმაციაც და მანიპულაციაც აკვანშივე უნდა ჩაკლა !!!”- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს
Next: იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.