Skip to content
04/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

მარშალ პრესი 04/09/2026
jaba xubua

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა. ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, “საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ.”

ჟურნალისტის განცხადებით, სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

“რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტის შესახებ სიმართლე არის ერთადერთი: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია;
საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ, როგორ ჩვენთვის ცნობილია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;

საქმის აღძვრის შესახებ ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაგვიბარეს და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე გამოგვკითხეს;

ინციდენტში მონაწილეთა დაზარალებულად ცნობა მოხდა თავად პროკურატურის მიერ, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე.

სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.”- წერს ხუბუა X-ზე.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე მას აქებს და გენიოსს უწოდებს
Next: ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.