Skip to content
04/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ

მარშალ პრესი 04/09/2026
zaza shatirishvili

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ჩვენს რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის არარსებულ დანაშაულებზე საუბრის არაჯანსაღ სურვილთან ერთად, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელიც რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვის ფაქტის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ეხმაურება.

შათირიშვილის შეფასებით, ქართული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები „ მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს“ აყალიბებენ, რამდენადაც, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტო უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს.

„ისინი გამუდმებით მოელიან და საკუთარ მხარდამჭერებსაც არწმუნებენ, რომ ერთხელაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო აქტორები სანქციებს აამოქმედებენ, მეორე დღეს კი მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, პარტიის საპატიო თავმჯდომარე და გუნდის ლიდერები ქვეყნიდან გაიქცევიან, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ. თუმცა, ეს ადამიანები ამ შემთხვევაშიც მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს აყალიბებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა და მთელმა საქართველომ იცის, რომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს და ქონებაზე, რომელიც უცხოეთში აქვს, დღესდღეობით ხელი არ მიუწვდება. ერთი შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დრომდე დაყადაღებული აქვს ის თანხა, რომელიც მრავალწლიანი დავის შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მას ეკუთვნის. ხოლო, მეორე შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ აბსურდს ვაწყდებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ „ჰეჯ – ფონდები“, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფული ინვესტიციების განსახორციელებლად მიანდო, უკვე სამი წელიწადია საკუთარ ფინანსებთან წვდომას სრულიად უარგუმენტოდ უზღუდავენ.“- ვკითხულობთ შათირიშვილის წერილში.

Post navigation

Previous: შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა
Next: ზაზა შათირიშვილი ოპოზიციაზე: უნდა შეეშვან ღია კარის მტვრევას, თავი უნდა დააღწიონ გარე ძალების იმედად ყოფნას და გაიაზრონ, რომ სანქციები, რომელსაც მოელიან, უკვე მოქმედებს, ამის მიღმა კი რესურსი მათ პატრონებსაც აღარ გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.