Skip to content
04/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა

მარშალ პრესი 04/09/2026
zaza shatirishvili5

რომან გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, ვერცერთმა ხელისუფლებაში მყოფმა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა ვერ შეძლო ერთი ფაქტისა და არგუმენტის, ან ლოგიკური ეჭვის წარდგენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვას გააჩენდა.

„თავდაპირველად, „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლის შემდეგ, ხან „თავისუფალი დემოკრატებისგან“ და ალასანიასგან, ხან „რესპუბლიკელებისა“ და უსუფაშვილისგან თუ ბერძენიშვილებისგან მოელოდნენ საუბარს, გვესმოდა ხუხაშვილის გვარიც, ახლახან ოპოზიციური პარტია შექმნა ვიქტორ ყიფიანმაც, რომელიც წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო და მისი საქმიანობის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ახლო პირადი ურთიერთობაც ჰქონდა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა,“- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი გარანტია მისი სუფთა წარსულია, რამდენადაც ის წლებია უმწიკვლოდ მუშაობს და ერთადერთი რამ რაზეც მის ყოფილ თანაგუნდელებს შეუძლიათ ისაუბრონ არის ის, რომ „ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს.“

„ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს და რომან გოცირიძის კითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ბაჩიაშვილი არ ალაპარაკდება, ეს არის პასუხი. ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, შესაბამისად, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია. ბატონმა რომანმა და მთელმა აგენტურულმა ოპოზიციამ კი უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები იმის გარდა ვერაფერს იტყვიან, რომ ყველას სთხოვს პასუხს, ვინც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გულწრფელად არ ემსახურება. ერთადერთი, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ ის არის, რომ ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

 

Post navigation

Previous: რომან გოცირიძე ცდილობს, ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა
Next: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.