Skip to content
02/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო

მარშალ პრესი 02/09/2026
received_2189621321583547

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე – formebi.emis.ge შეუძლიათ.

პუნქტებში მისვლა მსურველებისთვის ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც:

1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

2. არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;

3. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

4. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

Post navigation

Previous: გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
Next: კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.