Skip to content
02/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: სუიციდის ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად

მარშალ პრესი 02/09/2026
kaxa kaladze

ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია – ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე სანახავია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ ხმაში საუბრობს.

„იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული, სამწუხაროდ, სუიციდი – ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ, ადამიანურად ვამბობ: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად.

შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ, მიჭირს ამაზე საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო – ერთხმად ლაპარაკობს ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი.“ – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
Next: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, ბარიატრიის ისტორიებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.