Skip to content
02/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს

მარშალ პრესი 02/09/2026
shalva papuashvili1

ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

ჟურნალისტმა ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე, სადაც ის უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

„სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. სხვადასხვა დროს გვინახავს ასეთი მცდელობები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ვისურვებდი, რომ სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელიც აქვს პროკურატურას, თუ გამოძიებას, გაეცეს პასუხები. არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. რაც შეეხება ამ ადამიანს [ლაზარე ჯორბენაძეს], რომელმაც თუ არ ვცდები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ, ზოგიერთმა ადამიანმა, ჟურნალისტს ვგულისხმობ, რომლებიც გამომსარჩლებლად არიან ქცეულები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის მიერ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას პასუხობს
Next: კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: სუიციდის ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.