Skip to content
29/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება – იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები

მარშალ პრესი 28/08/2026
davit chikhelidze

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები.
შეწყალება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი აქტია, მაგრამ ამ ყველაფერში შეწყალების ფაქტზე მეტად მნიშვნელოვანი შეწყალებულთა პოზიცია არის, საყურადღებოა, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს საკუთარი საქციელი და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები, სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და მომავალში გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები აღარ აღმოჩნდებიან.

“საკუთარი მოქმედების გააზრება და დაშვებული შეცდომის აღიარება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება და ბრმად არ უნდა გაჰყვე ნარატივს, რომელიც შენი ქვეყნის განადგურებას ისახავს მიზნად.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები ამ გამოცდილებიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები. კარგი იქნება თუ სხვებიც მათ მაგალითს გაითვალისწინებენ და გააცნობიერებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

სინანული სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი საკუთარ თავში იწყებს იმ პროცესს, რომლის შედეგადაც აცნობიერებს, რა გააკეთა, სად შეცდა და რა აღარ უნდა გაიმეოროს. საკუთარი საქციელის გააზრება და სინანული ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.

რაც შეეხება 2025 წლის 4 ოქტომბერს, ამ მოვლენების მიღმა კონკრეტული ფაქტია, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და კონკრეტულ დანაშაულს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ჰქონდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი და არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ გაძლევს კანონის დარღვევის ლეგიტიმურ უფლებას!” – წერს ექსპერტი.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად
Next: ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე როგორც მის ავტორებს სურდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.