Skip to content
25/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: ფონდმა “ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა

მარშალ პრესი 25/08/2026
tamta megrelishvili

“ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა.
ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კერძო ფინანსური დახმარება, რომელმაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი და ფონდის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება.

მისი თქმით, ის ადამიანები რომლებიც ამ საკითხის ირგვლივ ტყუილს ავრცელებენ, 615 164 მადლიერ მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს დასცინიან და დანარჩენ საზოგადოებას ურცხვად ატყუებენ.

“ამ ნაბიჯით „შავ სიაში“ მყოფი, ეკონომიკურად იზოლირებული ადამიანების რეაბილიტაცია და საფინანსო სისტემაში დაბრუნება მოხდა.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ უპრეცედენტო, მასშტაბურ საქველმოქმედო აქტს, რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე დაიხსნა ეკონომიკური ბლოკადისგან მადლიერი ადამიანების დიდი შემადგენლობა ჰყავს.

ამ ფონზე გარკვეული მოქალაქეების (მათ შორის რადიკალების) მცდელობა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე უხერხულია.

“სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და 615 164 მოქალაქეს 1 387 296 სესხი აპატია.

პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს.

ბიძინა ივანიშვილის ნებით განხორციელებულ ამ საქველმოქმედო ხასიათის ქმედებას მინიმუმ 615 164 მადლიერი მოქალაქე ჰყავს.

ის ადამიანები რომლებიც ამ საკითხის ირგვლივ ტყუილს ავრცელებთ 615 164 მადლიერ მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს დასცინით და დანარჩენ საზოგადოებას ურცხვად ატყუებთ.”- წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
Next: რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.