Skip to content
25/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 25/08/2026
sajaro reestri

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

“საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ბობოყვათში მცხოვრები მოქალაქეების პროტესტის შესახებ, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ წლებია, საკუთარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უშედეგოდ ითხოვენ, ახლა კი ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

 სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები აზომილია მდინარე დეხვას, სასაფლაოსა და გზის მიმდებარე ტერიტორიებზე და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.

 ამასთან, სააგენტოში დაცული ისტორიული საკადასტრო მონაცემების ბაზებში აღნიშნული მიწის ნაკვეთები ფიქსირდება, როგორც სახელმწიფოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. გრაფიკული მონაცემების ბაზა – ე.წ. ყვითელი ფენა 2000-იან წლებში ჩატარებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას შეიქმნა. სამუშაოები „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ ქართულ-გერმანული „KFW“-ის თანადაფინანსების, აგრეთვე, USAID-ის პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსისა და რეგისტრაციის საკითხის შეფასებისას გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით,  სააგენტოში დაცული დოკუმენტაციისა და საკადასტრო მონაცემების, ასევე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი – შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს
Next: თამთა მეგრელიშვილი: ფონდმა “ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.