Skip to content
23/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ამბულატორიული შენობა და სრულად რეაბილიტირებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი დაათვალიერა

მარშალ პრესი 22/08/2026
1787391402-ciqovani1

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები და განახლებული საოპერაციო ბლოკი დაათვალიერა.

ჰოსპიტლის დირექტორმა, კობა შანავამ მინისტრს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან განიხილა მასშტაბური გეგმა, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი და მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულების ტექნიკური შესაძლებლობების სრულ გადახალისებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

საუბარი შეეხო ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვას, რომელიც სიახლეს წარმოადგენს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობის მიმართულებით.

ჰოსპიტლის ახალ შენობაში განთავსებულია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება, რაც საშუალებას იძლევა, სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევები და კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები.

აღინიშნა, რომ ჰოსპიტალში სიახლეების დანერგვა გაგრძელდება, რათა პაციენტებმა სრული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს
Next: გვარამიამ ჩემი პოსტების საპასუხოდ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეტყობა, დათვრა — ასე შვრება ხოლმე, როცა გამბედაობა სჭირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.