Skip to content
20/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინ გამოაქვეყნა პოსტი გურამ დადიანიძის სახელით? – შსს ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 20/08/2026
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგინდა იმ პირის ვინაობა, ვინც გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე შეაღწია და მისი სახელით პოსტი გამოაქვეყნა:

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ  ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ  პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს  განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

როგორც ირკვევა,   აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში,  დაიგეგმა, რომლის წევრებიც  არიან  გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული,  არ ჰყავდა ახალი მფლობელი  და შესაძლებელი იყო მისი შეძენა. 

აღნიშნული ნომერი შეიძინა  „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა.  მოგვიანებით  კი გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის  საქართველოს ფარგლებს  გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა. 

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ
Next: დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.