Skip to content
20/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ

მარშალ პრესი 20/08/2026
iago khvichia

როგორც ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ასე არ უნდა ილაპარაკონ ჩემი აზრით ვინმეს მოსყიდვასა, თუ ფულის აღებაზე, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.

ხვიჩია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას, რომ „ხვიჩიას პარტია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტია“, აბსურდს უწოდებს.

„რა უნდა ვთქვა ამ აბსურდზე, მაგრამ გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ და შეიძლება, დღემდე ფინანსდებიან. თან ამაზე მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აგერ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ეს პრეტენზია. სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
Next: ვინ გამოაქვეყნა პოსტი გურამ დადიანიძის სახელით? – შსს ინფორმაციას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.