Skip to content
17/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება

მარშალ პრესი 17/08/2026
davit chikhelidze

მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ამ გზავნილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მათთვის აფხაზეთი შესაძლებლობიდან პრობლემად და მძიმე ტვირთად გადაიქცა, ცდილობენ გააუფასურონ აფხაზეთის მნიშვნელობა.

მისი შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა.

„მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ.
ამ გზავნილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მათთვის აფხაზეთი შესაძლებლობიდან პრობლემად და მძიმე ტვირთად გადაიქცა, ცდილობენ გააუფასურონ აფხაზეთის მნიშვნელობა. რადიკალური ოპოზიცია ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას კი არა, ამ პრობლემის სხვაგვარად “მოგვარებას” გვთავაზობს.

უბრალოდ დავივიწყოთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, ამით პრობლემაც “მოგვარდება”, ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ აფხაზეთის დაბრუნება მიუღწეველია, შეუძლებელია და ამიტომ ამ საკითხზე ფიქრსაც აზრი აღარ აქვს. რადიკალური ოპოზიციის ახალი დღის წესრიგი, განსაკუთრებით საშიში ნარატივია, რადგან საქმე მხოლოდ პოლიტიკურ პოზიციას არ ეხება. საქმე ეხება ისტორიული მეხსიერების შეცვლას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი ეროვნული მიზანი აღარ უნდა იყოს.

აფხაზეთი საქართველოსთვის უბრალოდ ტერიტორია არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ნაწილი. აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებული ტრაგედია ათიათასობით ადამიანის ცხოვრებას შეეხო და ეს ტკივილი ერთი პოლიტიკური ჯგუფის სურვილით ვერ გაქრება.

შესაძლოა, რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს,სურთ აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა.

აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული მოცემულობა, რომელსაც ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც მისი გარე პატრონები ვერ შეცვლიან.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა
Next: კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: აშკარად იკვეთება, რომ უსამშობლო აგენტურას ახალი დავალება აქვს მიღებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.