Skip to content
17/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა

მარშალ პრესი 17/08/2026
edisher gvenetadze

დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ, კი წარმოჩენას ცდილობს ომის მძიმე მოვლენების. უფრო მეტიც თავის ჭკუით თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს – „საქართველო აფხაზეთის გარეშე“

„დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ, კი წარმოჩენას ცდილობს ომის მძიმე მოვლენების. უფრო მეტიც თავის ჭკუით თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას. გაიხსენეთ რას ამბობდნენ ახლო წარსულში რესპუბლიკელები, ცალკეული მდიდარი ენჯეოები. მერე რა ამბავი ატეხეს ბიძინა ივანიშვილის ქართველ-აფხაზთა და ქართველ-ოსთა შერიგებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო. ახლა კიდევ ე.წ. ოპოზიციონერებმა სინამდვილეში კი გარედან მხარდაჭერილ-მართულებმა ჩვენს დე იურე ტერიტორიაზე და ჩვენი მოქალაქეებისათვის საწვავის შეტანისას.

უფრო მეტიც ეს უსამშობლოები დრო და დრო სიხარულის ყიჟინით ელოდებიან აფხაზეთში უკრაინული დრონების გამოჩენას და გაშმაგებულნი ყვირიან: “დრონები, დრონები, დრონები ჩქარაო”

უდავოა და საბოლოოდ მტკიცდება, რომ ერთი ხელიდან იმართება ეს ყველაფერი. ანუ მკაფიოა რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომაც იყენებენ მათსავე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აყვირებენ: “საქართველო აფხაზეთის გარეშე”.“ – წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230.000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
Next: დავით ჩიხელიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.