გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურში მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების მქონე, ოქროსა და ვერცხლის 56 მედალოსანი დაჯილდოვდა. საღამო გიგა პაპასკირისა და ია ტომაშის კონცერტით დასრულდა.
