Skip to content
16/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ

მარშალ პრესი 15/08/2026
irakli cheishvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ კახეთში თავის სასტუმროში რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, რომ იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს.

ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში გამართულ ღონისძიებას ახსენებს და მიმართავს, რომ სინამდვილეში არაფერი სტკივა და უბრალოდ პოპულისტია.

„2012 წელს პეტერბურგში, რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! 2008 წლის ომი არ იყო მომხდარი?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! ეხლა რომ იაფფასიან პერფორმანსებს დგამ. სინამდვილეში არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ “, – წერს ირაკლი ჭეიშვილი.

Post navigation

Previous: ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო
Next: ჩოხატაურში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.