Skip to content
12/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 12/08/2026
irakli chikovani

ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. „სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დიდგორისა და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს – „დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ“.

დიდგორობის ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით – „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.

Post navigation

Previous: ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი
Next: ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.