Skip to content
12/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი

მარშალ პრესი 12/08/2026
irakli kobakhidze23

ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური ხაზი და გზავნილი.

პრემიერის შეფასებით, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა და არარსებული პირების საუბარი, თითქოს საქართველოში რუს ტურისტებს შეურაცხყოფენ, ხელოვნურია.

“რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს –  აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია. რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა.

შესაბამისად, ეს ყველაფერი  აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიპ სტეიტის“ საერთო ქოლგის ქვეშ. ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
Next: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.