Skip to content
12/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ადამიანები საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე

მარშალ პრესი 12/08/2026
mamuka mdinaradze

ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ეს ყველაფერი შედეგია აგენტურული მოქმედებების და ეს ხალხი მიღებული დავალებების მიხედვით მოქმედებს.

„ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს. საკუთარ ოჯახს რომ შეუვარდეს ვინმე მტერი და იმაზე არ გაბრაზდეს, გაუწვეს და შემდეგ სხვის ოჯახში შევარდნაზე ძალიან დიდი გაბრაზება გამოხატოს, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან ისინი. უბრალოდ მართლა შეიძლება ამ ხალხის შეცოდება ერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ასრულებენ დავალებას, რომ ახლა უნდა გაბრაზდნენ და მაშინ არ უნდა გაბრაზებულიყვნენ – მხოლოდ ესაა განსხვავება. რატომ დადიოდნენ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ამისი პასუხი არის ერთადერთი – ისინი ასრულებდნენ დავალებას.

ამ შემთხვევაში თქვენ დაასახელეთ ნიკოლოზ რაჭველი და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები, მე დარწმუნებული ვარ მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ იმ ადამიანების მიმდევრები არიან, რომლებიც დავალებებს ასრულებენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა აგენტია, ყველამ სადღაც ხელი მოაწერა, მაგრამ აგენტურული მოქმედების შედეგია ეს ყველაფერი. აგენტები გვყავს პოლიტიკაში და მათი მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან ამას რატომ აკეთებენ. საკუთარი სამშობლოს ოკუპაციის შემდეგ უმღეროდნენ ოკუპანტებს და დღეს გაბრაზებულები არიან და რუსეთი ეზიზღებათ. მაშინ არ ეზიზღებოდათ – ესაა ის, რაც დამართა მათ მათმა ლიდერმა, სააკაშვილმა, იმ ადამიანებმა, ვინც დავალებებს იღებდნენ სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.