Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას

მარშალ პრესი 02/04/2022
სარჯველაძე

ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას.

მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის მხარდაჭერა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას, ისეთ დარღვევებს, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
მე პირადად ვაკვირდებოდი არჩევნების პროცესს ბათუმში და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რაც არ უნდა იყოს ნაკლოვანება, ყველა საჩივარს რომ დავეთანხმოთ, ამ პირობითაც კი შემიძლია სრული პასუხისმგევლობით ვთქვა, რომ ეს არის ქართველი ხალხის და უშუალოდ ბათუმის ამომრჩევლის არჩევანი. შესაბამისად ამ ნებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება და ეს არის მთავარი.

მთავარია პროცესმა ხალხის აქტიური ნების დაფიქსირება უზრუნველყო და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ფასდება ნებისმიერი არჩევნების სამართლიანად ჩატარება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ხარვეზებთან დაკავშირებით მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჩივარი გვავალდებულებს რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ მომდევნო არჩევნებზე მსგავსი პრობლემა გადაიჭრას“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა
Next: უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევის ოლქი რუსული ჯარებისგან სრულად გათავისუფლებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.