Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მხარდაჭერა სამაგალითოა

მარშალ პრესი 02/04/2022
შალვა პაპუაშვილი

ყველა თანხმდება, რომ სანქციებს არ აქვს ომის მყისიერად შეჩერების ეფექტი, ვინაიდან საუბარი გვაქვს რუსეთზე, რომელსაც აქვს გარკვეული თვითკმარი რესურსები და ამიტომ მყისიერ ეფექტს ეს სანქციები ვერ ახდენენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც სანქციების პირველი ტალღა გამოაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს ამ წუთას ომს ვერ შეაჩერებს, ეს დიდ ფასს დაუწესებს რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ დააფიქრებს რამდენად უღირს მას ეს ომი. სამწუხაროდ ომს სანქციები ვერ აჩერებს, თუმცა ეს თავისთავად ზიანს აყენებს აგრესორ ქვეყანას.

რაც შეეხება ჩვენს სანქციებს, ამას საერთოდ არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთზე. სუფთა ეკონომიკურად რომ შევხედოთ, ეს რუსეთისთვის იქნება ჩვეულებრივად სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში. სანქციებს მერე მოჰყვება კონტრსანქციები და უკვე ვნახეთ განცხადებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ, ჩვენი დამოკიდებულება სრულად ესმით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ესკალაციაზე წასვლა ნიშნავს სანქციების დაწესება და ესკალაციის ბოლოს არის შეიარაღებული კონფლიქტი. ეს უსაფრთხოების სიტუაციის შეფასება, ძალიან კარგად ესმით როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში, სამწუხაროა, რომ ჩვენთან შიდაპოლიტიკის საკითხად გახადეს ეს საკითხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: გია აბაშიძე: ყოველთვის იმარჯვებს ის პარტია, რომელიც ელექტორატის მზრუნველობითაა დაკავებული და არა იაფფასიანი პოპულიზმითა და დესტრუქციით
Next: მიხეილ სარჯველაძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025