Skip to content
10/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ

მარშალ პრესი 10/08/2026
nino tsilosani

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანი ოპოზიციის ანტირუსული რიტორიკის ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება.

“ისევ 2008 წლის ომზე აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მათი დღევანდელი „პრინციპულობა“ რატომღაც მაშინ ვერ გააღვიძა. ყველაფერი რადიკალურად 2022 წლის შემდეგ შეიცვალა.

სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიტიკის, არასამთავრობო თუ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავში უკომპრომისო „ანტირუსული“ პოზიცია. ამიტომ კითხვა კვლავაც აქტუალურია და, ამავდროულად, მარტივი – რატომ ახლა და რატომ არა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო იყო? როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი წარსული მათივე დღევანდელ სიტყვებს ასე მკაფიოდ ეწინააღმდეგება.”- წერს წილოსანი.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: „ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება
Next: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2014 წელს დაკარგულ გურამ დადიანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.