Skip to content
10/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება

მარშალ პრესი 10/08/2026
gia abashidze

რა თქმა უნდა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ ილიკო სუხიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილის), ნინო ქათამაძისა თუ „რუსი ბანის“ სტატუსით ცნობილი პაატა ბურჭულაძის შემოქმედებით დამსახურებებს. თუმცა, დღეს მათი პათეთიკური განცხადებები პატრიოტიზმსა და სოლიდარობაზე უბრალოდ ტრაგიკომიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე სელექციური ე.წ. ანტირუსულობითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხელოვანი საკუთარ საქმეს უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იქცეს უსახურ პოლიტიკურ მარიონეტად. მისი თქმით, საკუთარი ნებით „ნაცმოძრაობის“ ადეპტის იარლიყის მორგება და აგენტოკრატიის ჭანჭიკად ქცევა, უპირველესად, მათსავე პროფესიულ რეპუტაციას აყენებს დარტყმას.

მისივე თქმით, ვინც პაატა ბურჭულაძის მსგავსად საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართავს ხელს, პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ. „ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი თარიღებისა და გეოგრაფიული კონიუნქტურის მიხედვით, აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება. 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე წლობით საქმიანობა, ხოლო 2022 წელს უეცარი გარდაქმნა „ანტირუს მებრძოლებად“ — ურიდებელი ოპორტუნიზმის კლასიკური ნიმუშია. რა თქმა უნდა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ ილიკო სუხიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილის), ნინო ქათამაძისა თუ „რუსი ბანის“ სტატუსით ცნობილი პაატა ბურჭულაძის შემოქმედებით დამსახურებებს. თუმცა, დღეს მათი პათეთიკური განცხადებები პატრიოტიზმსა და სოლიდარობაზე უბრალოდ ტრაგიკომიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე სელექციური ე.წ. ანტირუსულობითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი. ხელოვანი საკუთარ საქმეს უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იქცეს უსახურ პოლიტიკურ მარიონეტად. საკუთარი ნებით „ნაცმოძრაობის“ ადეპტის იარლიყის მორგება და აგენტოკრატიის ჭანჭიკად ქცევა, უპირველესად, მათსავე პროფესიულ რეპუტაციას აყენებს დარტყმას. ხოლო მათ, ვინც პაატა ბურჭულაძის მსგავსად საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართავს ხელს, პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ქართული ენჯეოებისთვის, რომლებიც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
Next: ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.