Skip to content
09/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია – საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

მარშალ პრესი 08/08/2026
jaba xubua

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.

ის თავისი პოზიციის გასამყარებლად 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს, რომელიც გიორგი ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა.

ხუბუას განცხადებით, აღნიშნული ოპერაციის დროს დაჭრილი და უკვე დაკავებული ომეხ აფრასიძე ხელბორკილდადებული დახვრიტეს, რის შემდეგაც მას მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდიანი თითი დანით – ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს.

“დატყვევებული, განიარაღებული, წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაწართმეული ადამიანის დახვრეტა, რაშიც ნაცმოძის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აფხაზეთში მეომარ ქართველებს ადანაშაულებს, რეალურად, თავად ბარიმიძისა და ნაცრეჟიმის ხელწერაა. ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ 2004 წელს, სწორედ ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მისივე ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, როცა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ომეხ აფრასიძე ჯერ დაჭრეს, მერე დააპატიმრეს და ხელბორკილდადებული დახვრიტეს. დიახ, დაჭრილი კაცი, რომელიც უკვე შეპყრობილი ჰყავდათ, სახლის უკან გაიყვანეს და ხელბორკილიანი დახვრიტეს, მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდია ნი თითი დანით – ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს.

ასე რომ ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია – საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი.”- წერს ხუბუა.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
Next: სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.