Skip to content
09/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 08/08/2026
769228699_911774798094181_6941662225294217744_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ზაზა შოშიტაიშვილმა და ლაშა ჭელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვას გურიიდან 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

Post navigation

Previous: ღალატის მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული – გია ბარამიძე!
Next: ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია – საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.