Skip to content
08/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

მარშალ პრესი 08/08/2026
irakli kobakhidze1
ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები.
„ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. იყო სამი სხვადასხვა კამპანია. როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოს ომში ჩართვას, სამი სხვადასხვა რუსოფობიული კამპანია ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2022 წელს. პირველი კამპანია დაიწყეს ომის დაწყებისთანავე, მეორე კამპანია დაიწყეს მაშინ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია და მესამე კამპანია დაიწყეს 2022 წლის ტურისტიული სეზონის დროს დ აყოველ ჯერზე ამას ააქტიურებდნენ. მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას.
ჩვენ ამ კამპანიებს ეფექტურად დავუპირისპირდით და ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ტურიზმის შენარჩუნება. კრუიზი რომ შემოვიდა ბათუმში და ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, ვერაფრით ვერ ახსენით, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და ლარსიდან, ხმელეთით შემოსულ ტურისტს შორის. ვერ ახსენით, მაგრამ კამპანია გააჩაღეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ
Next: პრემიერი – რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.