Skip to content
08/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ

მარშალ პრესი 08/08/2026
irakli kobakhidze23

ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს იმას, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰააგაც და სტრასბურგიც, სადაც დავამტკიცეთ ორი რამ – ერთი, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და მეორე – სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ეს იყო პრინციპული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. როგორც ჰააგა, ისე სტრასბურგი იყო პრინციპული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ
Next: ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.