ჩვენ თუ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიცია საერთოდ კარგავს ყოველგვარ საყრდენს პოლარიზაციისთვის, თუ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ამ შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ზუსტად იგივეს ეცდებიან, რაც სცადეს ერთი კვირის წინ, ერთხელ ჩაუვარდათ, დეკემბერში იგივეს ეცდებიან თუ არ მოგვენიჭა, მერე კიდევ 6 თვეში იგივეს და ა.შ. მუდმივად ამ ჭიდაობის რეჟიმში უნდა იყოს. ჩვენ ვერაფერს გვიშვებიან, მაგრამ ქვეყანა დაიღლება ამით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება შეაფასებს ყველაფერს და 2024 წელს კიდევ ერთხელ ეტყვის უარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც უნდოდათ ამ ქვეყანაში არეულობა, ომი და უბედურება და მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ყველაფერი აარიდა ქვეყანას.
