
„აქ არ არის საუბარი „ქართულ ოცნებაზე“ და ხელისუფლებაზე, როდესაც სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ასეთ კრიმინალს, მათ შორის, უმძიმესი კრიმინალია პარლამენში შეჭრის მცდელობა, ასეთ დროს ქვეყანას ექმნება სამომავლოდ საფრთხე. ამიტომ, მაღალი სტანდარტი კი კარგია, მაგრამ მე მგონი ეს სტანდარტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს იმ სტანდარტებთან, რომელიც არის დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. არის უამრავი ქვეყანა, სადაც ობიექტურობის სტანდარტი არის კანონით დაცული. ჩვენთან ეს არ არის უზრუნველყოფილი, რაც ასევე საზოგადოებას უქმნის პრობლემას. ეს პირდაპირ ეუთო ოდირის ანგარიშში იყო აღნიშნული, თუმცა აქაც როგორი მდგომარეობა გვაქვს, რომ არის დიაგნოზი. გეუბნებიან რომ შენ გაქვს რაღაც ავადმყოფობა, მაგრამ მკურნალობა არ შეიძლება. თუ დიაგნოზია რანაირად შეიძლება არ უმკურნალო თუ საზოგადოებას აზიანებს ეს პოლარიზაცია, უბედურება, ფეიკი და ა.შ. როგორ შეიძლება ამ ავადმყოფობას არ უმკურნალო, მაგრამ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ არის დიაგნოზი მაგრამ მკურნალობა არ შეიძლება“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში გადაცემაში „დიდი გადაცემა“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ს კონგრესში შეჭრის ინციდენტზე, სადაც სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ამის შედაგად ასობით ადამიანი იქნა დაკავებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა სახელმწიფოს ფუნქციაა იზრუნოს პრევენციისთვის. მისი თქმით სწორია სათანადო სიმკაცრით კანონის გამოყენება.