Skip to content
04/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მარშალ პრესი 04/08/2026
157

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მრავალძალში უნიკალური კურორტის განვითარების გეგმაზე.

“შქმერი-მრავალძალის გზის 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. მრავალძალი არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ვმუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან შესაბამისი მასტერპლანის მომზადებაზე და, რა თქმა უნდა, ამისათვის გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გზის სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება
Next: აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე: ისინი არიან როგორც ჯარში ჯარისკაცი – უსიტყვოდ უნდა შეასრულონ გარედან მიღებული დავალება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.