Skip to content
04/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება

მარშალ პრესი 04/08/2026
david kartvelishvili

„ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონის გარშემო შექმნილ ვითარებას და იმ შეფერხებებს, რასაც გუნდი ბრიტანეთის სავიზო ორგანოების მხრიდან წააწყდა. დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპულ ფეხბურთში ხელოვნური ბარიერების შექმნა, თუნდაც სავიზო კუთხით, ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე ვიდრე ტრამპის სატელეფონო ზარი UEFA-ს პრეზიდენტთან, როდესაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მოედანზე გამოშვება ითხოვა.

„ევროპული ფეხბურთის ისტორიაში სავიზო პრობლემების რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად ყოფილა, თუმცა ისინი, როგორც წესი, ცალკეულ ფეხბურთელებს ეხებოდა და არა მთელი გუნდის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას. პარადოქსია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში – ეს ფაქტები სწორედ რომ ჩრდილოეთ ირლანდიას უკავშირდება. 2009 წელს ლატვიურმა „სკონტომ“ ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანული ვიზების არქონის გამო რამდენიმე მოთამაშის გარეშე ითამაშა, ხოლო 2026 წელს ივლისში მსგავსი პრობლემა სოფიის ცსკა-ს შეექმნა, როდესაც ორმა ფეხბურთელმა (ეთნიკურად – ბელარუსმა) ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრება ვერ შეძლო. ყველა ამ შემთხვევაში UEFA-მ მატჩები არ გადადო, რადგან გუნდებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ.

სრულიად განსხვავებულ მასშტაბს იძენს დღევანდელი ვითარება საქართველოს ჩემპიონის გარშემო. თუ დადასტურდება, რომ კლუბმა სავიზო პროცედურები დადგენილ ვადებში სრულად შეასრულა, ხოლო გამგზავრების შეუძლებლობა მხოლოდ ბრიტანეთის სავიზო ორგანოების ქმედებამ ან შეფერხებამ გამოიწვია, მაშინ საქმე უკვე აღარ ეხება ცალკეულ ფეხბურთელებს – საუბარია მთელი გუნდისთვის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის ფაქტობრივად შეუძლებლობაზე, სულ რომ ეს საკითხი გადაწყდეს მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი პრეცედენტი თანამედროვე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პრაქტიკულად არ მოიძებნება. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ საკონსულო პრობლემის საკითხი. თუ სახელმწიფო ადმინისტრაციული პროცედურები ოფიციალური საერთაშორისო მატჩის ჩატარების ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა, საფრთხის ქვეშ დგება სპორტული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – შეჯიბრის მონაწილეთა თანასწორობა. ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო.

სწორედ ამიტომ UEFA-ს შემდგომი რეაგირება პრინციპული გამოცდა იქნება და თუ დადგინდება, რომ ქართული კლუბი ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ბრალის გარეშე აღმოჩნდა, UEFA-ს, შესაძლოა, მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მის დღემდე არსებულ პრაქტიკას სცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება. და ეს შემთხვევა არანაკლებად სკანდალური იქნება – ვიდრე ტრამპის სატელეფონო ზარი ინფანტინოსთან…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?
Next: პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.