Skip to content
04/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს

მარშალ პრესი 04/08/2026
irakli kobakhidze

9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ასეთი არაჯანსაღი ადამიანი გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

„ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ავლენს ეს ადამიანი იმას, რომ თავის დროზე, 9 წლის განმავლობაში არაჯანსაღ ადამიანს ებარა ამ ქვეყნის სადავეები. მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს დასკვნები. საზოგადოებას ისედაც არ უჭირს დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას. 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი
Next: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.