Skip to content
03/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი

მარშალ პრესი 03/08/2026
irakli kobakhidze10

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ.

„ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ. არის შიდა დაპირისპირებები რაც საბოლოო ჯამში არის ოპოზიციის სისუსტის გამოვლინება. მათ პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიანიშნებს მათ სისუსტეზე და მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს პროცესები, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.