Skip to content
03/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება

მარშალ პრესი 03/08/2026
gia abashidze

ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს!- წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება.

“მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება, რითაც არ უნდა შეიფუთონ მათი უსამშობლო ქომაგები; ნაცჯალათები, სადაც არ უნდა იმალებოდნენ, მაინც მოხვდებიან ციხეში.

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო; ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლითა და 6 თვით საპატიმრო განესაზღვრა.

​დანაშაულის არსი: 2011 წელს დაკავებული ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებისგან „კუს ტბის“ წილების (დაახლოებით 4 000 000 ლარის ღირებულების) იძულებით დათმობის მიზნით, გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით ხორციელდებოდა სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ციხის თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების ჩართულობით.
2011 წელს, პატიმრობაში წამებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ „კუს ტბის“ წილები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 4 000 000 ლარს შეადგენდა.

და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! და ვერც საქართველოს ააყირავებენ აგენტოკრატიის გაშმაგებული, მაგრამ ფუჭი ძალისხმევით!”- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: ბესიკ ხარძიანის საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი
Next: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.