Skip to content
03/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბესიკ ხარძიანის საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი

მარშალ პრესი 03/08/2026
irakli kobakhidze3

ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი, ხარძიანის საქმე არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლოს მიერ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის დამნაშავედ ცნობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ყველაფერში ჩართულები იყვნენ მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები.

„დაწყებული იქიდან, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ამ ყველაფრის გაგრძელება -და ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
Next: გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.