Skip to content
03/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემები მიიღოს, ინტერესი ძალიან დიდია, მათ შორისაა შუა აზიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნები, შესაბამისად, ამ პორტს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა

მარშალ პრესი 03/08/2026
irakli kobakhidze

ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, მათ შორის საქართველოს პარტნიორებს შორის.

„ეს არის მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ეს არის ასევე ევროპული კომპანიები, ევროპის ქვეყნები, შესაბამისად, ამ პორტს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, პირველი ფაზა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა და სწორი მიმართულებით მივდივართ. მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები.

ჩვენ გვქონდა გარკვეული შეფერხება იმის გამო, რომ გადაიხედა კონტრაქტი და კონტრაქტის ღირებულება შემცირდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს და პირადად ეკონომიკის მინისტრს. ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ჩვენ ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის პორტი მიიღებს პირველ გემებს და ამ პორტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.