სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ზღვისა და მთის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე.
იმსჯელეს სამომავლოდ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება და უწყებათშორისი კოორდინაციის გაძლიერება, როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.
