Skip to content
02/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა – ამას აკეთებს უცხოური აგენტურა

მარშალ პრესი 02/08/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამას აკეთებს უცხოური აგენტურა.

„ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, მათ შორის, დიდი მეფეების წმინდანების შეურაცხყოფას. ესეც არის გარე დაკვეთა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ გარედან თავსმოხვეულ სიძულვილზე, ესეც არის ამის გაგრძელება. ამ ადამიანების, ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოში არ არსებობდეს არაფერი წმინდა, ქვეყანას არ ჰქონდეს იდენტობის საყრდენი. ისტორიული, საზოგადო მოღვაწეები არიან ნებისმიერი ერის იდენტობის საყრდენი. სწორედ იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, ისინი თავს ესხმიან ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ ფიგიურებს.

სწორედ ამას აკეთებდა ლევან ბერძენიშვილი და ახლა პატარა ლევან ბერძენიშვილები გამოჰყავთ და აკეთებენ განცხადებებს. ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ისევე, როგორც საჭიროა დაპირისპირება სიძულვილის მიმართ, საჭიროა ასევე დაპირისპირება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ორგანიზებულად ხორციელდება საქართველოი გარე დაკვეთით. ამას აკეთებს უცხოური აგენტურა. მათი მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, ჩვენ ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით და ამაზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ “, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან
Next: პრემიერი – სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.