ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ადამიანები არ არიან ოპოზიცია, ისინიც არიან აგენტურა და იმ კოლექტიური ძალის შემადგენელი ნაწილი, რომლებიც აკეთებენ მსგავს განცხადებებს.
„ეს ადამიანები არ არიან ოპოზიცია, ისინიც არიან აგენტურა და იმ კოლექტიური ძალის შემადგენელი ნაწილი, რომლებიც აკეთებენ ამ განცხადებებს. შესაბამისად, მათ აქვთ საერთო ინტერესი და მათ აქვთ საერთო დაკვეთა, რომელსაც ისინი იღებენ საერთო პატრონებისგან. ეს დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა. შესაბამისად, ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის ამ აგენტურის გაგრძელება, გამოდის, რა თქმა უნდა, იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით,“- აღნიშნა პრემიერმა.
