Skip to content
02/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანა წითლიძე თინა ბოკუჩავას “დაეჯახა”

მარშალ პრესი 02/08/2026
ana tsitlidze

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ დაპირისპირებაა. პარტიის პოლიტსაბჭოზე თინა ბოკუჩავას არ გამოცხადებას, ანა წითლიძემ თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა დაარქვა. მანამდე კი, ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს კვორუმის არ არსებობის გამო არალეგიტიმური უწოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ბევრ რამეზე მეტყველებს, როცა ზღვაზე დასვენებას – სააკაშვილის მოწოდებაზე მაღლა აყენებ.

„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე. როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, – წერს წითლიძე.

Post navigation

Previous: გურია გასტრონომიულ ფესტივალ ,,გემოფესტს” მასპინძლობს
Next: დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.