გურია გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტს“ მასპინძლობს. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში იმართება წარმოდგენილი იყო: კვების სივრცე, სამეწარმეო მარკეტი, აგროზონა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა ბენდისა და DJ-ის მონაწილეობით.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მიზანია გურული სამზარეულოს წარმოჩენა, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
“გემოფესტი”, 2 აგვისტოს, მეორე საფესტივალო დღეს, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში, 17:00 საათიდან განახლდება.
